среда, 14 февраля 2018 г.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე - "ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში"


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის 
 სამუშაო  პროგრამა/განრიგი 


წრის  სახელწოდება:    „ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში“
წრის ხელმძღვანელი:    ლია ნაცვალაძე
სკოლა: სსიპ ქალაქ თბილისის N181 საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: V კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 15.
წრის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას (ბუკლეტების, კროსვორდების, პრეზენტაციების შექმნა სხვადასხვა საგნებში) წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი. შევქმნით ბლოგს სადაც აისახება წრის მუშაობა.
წრის ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრი, 16 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: liana636@gmail.com




ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2017–2018 სასწავლო  წელი


მეცადინეობის  ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი



თარიღი
თემის  დასახელება
09.02.2018 წ
საორგანიზაციო საკითხები
წრის მუშაობის გეგმის გაცნობა
16.02.2018 წ
ტექსტური რედაქტორის გამოყენებატექსტის ფორმატირება:  ფონტის, პარაგრაფის ფორმატირება, სტილის განსაზღვრა;
23.02.2018 წ
გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.
02.03.2018 წ
ბუკლეტების დამზადება, ბეჭვდა, სკანირება
16.03.2018 წ
მეხსიერების ბუფერი და მისი გამოყენება;
მართლწერის შემოწმების და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება;
23.03.2018 წ
დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა;  სარჩევის, სანიშნეების  და ჰიპერბმულების შექმნა, დოკუმენტში გადაადგილება;

30.03.2018 წ
ინტერნეტი, ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური და საკანონმდებლო ნორმები; საავტორო უფლებები.
13.04.2018 წ
კროსვორდების დამზადება სხვადასხვა საგანში
20.04.2018 წ
translate.google.ge -ის ისტორიის გაცნობა, ტექსტების გადათარგმნა
27.04.2018 წ
Google Maps-ის ისტორიის გაცნობა https://ka.wikipedia.org/wiki/Google_Maps
ადგილმდებარეობის განსაზღვრა
04.05.2018 წ
ვებ-გვერდი და მისი შემადგენელი კომპონენტები;

11.05.2018 წ
ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა
18.05.2018 წ
მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში;
მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება;
25.05.2018 წ
 ფორმულების გამოყენება.  უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე; დიაგრამები და მათი სახეობები;
01.06.2018 წ
მონაცემების გაფილტვრა და დალაგება.
08.06.2018 წ
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება



















ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე - "ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში"

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის    სამუშაო  პროგრამა/განრიგი  წრის  სახელწოდება:     „ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში“ ...